მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკვერების მშენებლობა კიდევ 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს

05/04/2023

წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში სკვერში სხვადასხვა სახის სამუშაო განხორციელდა. მათ შორის დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდა ტრენაჟორები და დეკორატიული შადრევანი. მოსასვენებელ ზონაში მოეწყო სკამები, ლამპიონები და ფანჩატური. ასევე, დაიდგა ურნები, დაირგვება ყვავილოვანი მცენარეებიც. აღსანიშნავია, რომ სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ამჟამად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკვერების მშენებლობა კიდევ 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: ქალაქ მცხეთაში ( რკინიგზის სადგური), წინამძღვრიანთკარში, წილკნის ი.გ. პირთა დასახლებაში, ძალისსა და ქსანში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0