მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შპს „ვი-აი-პი“ აწარმოებს დაზიანებული მონაკვეთების მოხრეშვა-მოშანდაკებას ჭილურტი-ებნისის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთსა და სოფელ ჭილურტის შიდა გზებზე. აღნიშნული სამუშაოების მოსანახულებლად 25 თებერვალს, ადგილზე იმყოფებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველ მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ ჯარიაშვილი.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს,”-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.