დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში მისასვლელ გზაზე, ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს „ვლად ნეფტ პროდუქტის“ წარმომადგენლობა საქართველოში აწარმოებს. პროექტის ღირებულება 750 000 ლარია. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ზვიად დარჩია აცხადებს, კომუნისტური წყობილების შემდეგ ასფალტი აქ არ დაგებულა. ტრასპორტით მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ადგილობრივები მადლობას უხდიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებითვის.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
01/08/2016