გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, როგორიც არის მწვანე ნარგავების დაზიანება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის თვითნებური გადათხრა და გარე ვაჭრობა, მუნიციპალიტეტებს კანონდარღვევისთვის სახდელის დაწესების შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო. მომხსენებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული უფლებით თბილისის მერია უკვე სარგებლობდა და კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მისი სხვა მუნიციპალიტეტებთან გათანაბრება მოხდება. მისივე თქმით, ცვლილებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მოთხოვნებსაც პასუხობს.
მუნიციპალიტეტებს გარკვეული სამართალდარღვევების მიმართ სახდელის დაწესების შესაძლებლობა მიეცემათ
05/04/2023