მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გრძელდება

30/06/2019

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გრძელდება. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, შეხვედრის მეორე დღეს გამოცდილებას უზიარებენ შემდეგი მიმართულებებით: კომუნიკაცია მოქალაქეებთან დასაავტომობილო გზების დეპარტამენტთან, განსახლება, საგზაო უსაფრთხოება, გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი, საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მირების მექანიზმი.
შეხვედრის ბოლოს, უნიციპალიტეტების წარმოამდგენლებს საშუალება ჰქონდათ, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის კითხვები დაესვათ და დეტალური პასუხები მიეღოთ.
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შეხვედრები უკვე ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის. შემდეგი შეხვედრა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის ჩატარდება. შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე. ღონისძიება, „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა““ პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0