მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

14/01/2019

ბათუმში, მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

“ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება რეგიონში, პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესს, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ სტანდარტებს. წარმოდგენილი პროექტით კი პირველ რიგში გაცილებით გაუმჯობესდება არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მოხდება დახურულ გარემოში მინერალების გადამუშავება, რაც იქნება სრულ შესაბამისობაში, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე ეროვნულ კანონმდებლობასთან. დარწმუნებული ვარ, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით იქნება წარმატებული ქეისი და ღირებული პროექტი რეგიონისთვის. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. აღნიშნული პროექტით აჭარა, ბათუმი და ჩვენი ქვეყანა გახდება იმ სატრანზიტო კორიდორის მონაწილე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ რეგიონში წამყვანი ქვეყანა ლოჯისტიკური და მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული თანამშრომლობა მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს კომპანიასთან, როგორიცაა Trammo. აუცილებელია საზოგადოების სწორი ინფორმირება აღნიშნულ პროექტთან დაკავშრებით, ყველა მოსაზრება უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0