მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილს მოლაპარაკების შედეგად ხელახლა შეარჩევენ

20/07/2016

თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი ხელახალი მოლაპარაკების შედეგად შეირჩევა. შესაბამისი კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, შერჩეული იქნება ადგილმდებარეობა, სადაც ელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს არ დააზიანებს.

“დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0