გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ მისი საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს. როგორც თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,“მრეწველებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. მისივე თქმით, ხალხი პოლიტიკურ ბლოკთან მიმართებაში დადებითად არის განწყობილი, რაც საპარლამენტო არჩევნებში დადასტურდება. როგორც თოფაძე აღნიშნავს, საარჩვენო ბარიერის გადალახვისთვის ასევე იბრძოლებს 5-6 პარტია, ესენი არიან: ”პატრიოტთა ალიანსი”, ნინო ბურჯანაძე და ”ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკური მანევრები გაუგებარია.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატები, თოფაძის თქმით, არასამთავრობოებმა ”თავის პატრონს მოკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას“. მისივე თქმით, „მრეწველები“ სავარაუდოდ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ძალაში საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრია, რომელსაც შეუძლია მაღალი თანამდებობების დაკავება.
“მრეწველებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ
20/09/2016