გიორგი დოხტურიშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, გარდაბანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუღანლოს დასახლებაში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მუღანლოს დასახლებაში, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა. 2023 წლის თებერვლის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისაგელებს. პროექტი მასშტაბურია და ჯამში 5 998 000 ლარს შეადგენს. ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის ჩართულობით, მუღანლოს დასახლებაში მოწესრიგდება და მოეწყობა სანიაღვრე და სარწყავი სისტემები.
მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, დავით კიკოლაიშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისაგელებს
24/01/2023