მოხარული ვარ, რომ 2019 წელი მცხეთა-მთიანეთისთვის ნაყოფიერი იყო

28/12/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და თიანეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მოხარული ვარ, რომ 2019 წელი მცხეთა-მთიანეთისთვის ნაყოფიერი იყო. მჯერა, მომავალი წელი ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება. ამისთვის სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“- აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან საუბარში.

შალვა კერესელიძე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ადგილობრივი ანსამბლემის მონაწილეობით გამართულ საახალწლო ღონისძიებასაც დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0