მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გრძელდება

04/03/2016

სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოსავლენი პრიორიტეტების მიზნით, ადგილობრივების კრება ჩატარდა კიდევ ოთხ სოფელში. გრემში, გრძელჭალაში, ენისელსა და შაქრიანში მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის გამგეობის სხვადასხვა სპეციალიტთან და სოფლის ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილიც ესწრებოდა. მან შეკრებილ მოსახლეობას იმ თანხის ოდენობა გააცნო, რომელიც მიმდინარე წელს ამ პროექტის ფარგლებში, მათ სოფლებში უნდა დაიხარჯოს. შეკრებილი მოსახლეობის მსჯელობის შედეგად, დასახელებული სხვადასვა საკითხებიდან, ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: სასმელი წყალი, საბავშვო ბაღის დამხმარე ნაგებობა, ბოგირი და გრემში სოფლის შესასვლელის კეთილმოწყობა. როგორც გამგებლის მოადგილემ მოსახლეობას უთხრა, სამუშაოების ზუსტ ხარჯთაღრიცხვას მდგომარეობის ადგილზე შეფასების შემდეგ, უახლოეს დღეებში მოახდენენ და ამის შემდეგ დაიწყება აღნიშნული პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0