“ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული პრობლემების გადაჭრა დაიწყო. ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან და მოსახლეობისთვის საჭირო საშეშე მერქნის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად რეგიონალური სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ღია შეხვედრების დროს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუდაბელში, ორგორაში ძველში და ჭობარეთში მოსახლეობამ მხარის რწმუნებულს საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა.
რწმუნებულის მიერ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს , იმ ლოკაციების გამოყოფაზე, სადაც ადვილად მოხდება აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის შეშის გამოტანა.
მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული პრობლემების გადაჭრა დაიწყო
02/10/2019