ღია დილოგის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საკეციაში,ჯვარისაში, სადმელში და ზნაკვაში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო. სოფელ საკეციაში მთავარ საჭიროებად წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტი მზად არისმ წყლის სათავე ნაგებობების მოწესრიგება და შიდა სასოფლო გზები არის ძირითადი პრობლემა ჯვარისისა და სადმელის მოსახლეობისთვისაც, სამუშაოები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. შეხვედრას აგრეთვე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგენლიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ. საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობას შეეხო.
მოსახლეობასთან შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება
01/11/2019