მორიგი ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით

15/04/2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დღეის მდგომარეობით, თუშეთში 23 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 6 თვის განმავლობაში დაკეტილია, მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება, ვერტმფრენი მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0