დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტი კომიტეტს პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა წარუდგინა. მისი განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია, აქედან გამომდინარე, საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა. მომხსენებელმა ჯარიმების ზრდის შესაბამისი კლასიფიკაცია წარადგინა. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობის წარმოების შემთხვევაში I, II, III და IV კლასის მშენებლობისათვის ჯარიმები ორმაგდება ან კიდევ უფრო მეტჯერ იზრდება.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები ხორციელდება კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა ჯარიმების ზრდის შესაბამისი კლასიფიკაცია წარადგინა
20/11/2023