მომხრე ვარ ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი

31/03/2016

მომხრე ვართ, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია, – ამის შესახებ “მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, 2 აპრილს გაიმართება კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

“კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგიერთ პარტიებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ “რესპუბლიკელებს” და “მრეწველებს”. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პროქართული ორიენტაცია და ამას ისინი ვერ იზიარებენ”, – განაცხადა თოფაძემ და მაგალითად დაასახელა ერთსქესიანთა ქორწინება, რაც დეპუტატის შეფასებით, მიუღებელია ქართველებისთვის.
მისივე თქმით, კიდევ იყო ბევრი სხვა საკითხი, რომელიც რეალური ურთიერთობის საშუალებას არ იძლეოდა.

“ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ კოალიცია შეიქმნას არჩევნების შემდეგ – ვინც გადალახავს ბარიერს, მერე შეიქმნას კოალიცია, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ასე მოხდება. ვნახოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადება წავიკითხეთ, ზეგ გაიმართება პოლიტსაბჭო და ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვართ მომხრე, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია”, – განაცხადა თოფაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0