მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა

01/06/2016

შესაძლებლობა მომეცა, რომ სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ოთხდღიანი ვიზიტი შეაჯამა.

”ეს ოთხდღიანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებისათვის. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი წინ წასწევს ქართულ – სლოვაკურ ურთიერთობებს და გააღრმავებს მათ. მე მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა, მეჩვენებინა აჭარა. მან დაათვალიერა აგრეთვე სამცხე-ჯავახეთი. ბუნებრივია, ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მომენტი ოკუპაციის ხაზის მონახულება იყო. ჩვენმა სლოვაკმა კოლეგამ თავისი თვალით ნახა ის უსამართლობა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ, რომ ეს აბსურდი, ისევე, როგორც სხვა აბსურდები, როგორიც იყო ევროპაში, მაგალითად, ბერლინის კედელი, იქნება დაძლეული და დანგრეული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0