მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არავითარ ზეწოლას არ დაემორჩილებიან

29/07/2016

მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არავითარ ზეწოლას არ დაემორჩილებიან, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაკითხვას.

”საჭიროა, რომ დასმულ საკითხს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს რაც შეიძლება ამომწურავი პოლიტიკური პასუხი. მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი, თუ წინა ხელისუფლებიდან, თუ ხელისუფლებასთან დაუკავშირებული ადამიანისგან, მოლოდინი მაქვს, რომ 9 ადამიანისგან, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ზეწოლას არავითარ შემთხვევაში. პროკურორის მხრიდან მაქვს მოლოდინი, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ ადამიანებს, ზუსტად მასთან გვაქვს ვალდებულება, ვილაპარაკოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი იდეა, მოხდეს ხელისუფლების ხუთი შტოს წარმომადგენლების შეხვედრა, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ამ შტოების წარმომადგენლებმა ერთობლივად აუმაღლონ საზოგადოებას ნდობა სახელმწიფოსადმი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0