მოლითი-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს

Wednesday April 3rd, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მოწყობაა გათვალისწინებული.
მოლითი-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ასფალტის ახალი საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96 309 127 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ძირულა-მოლითის მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0