მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება გაფორმდა

Tuesday December 4th, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „აკორდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია. პირველ, ძირულა-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე, ამ დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის მოდერნიზაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშოების ღირებულება 54 566 117 ლარია. სამუშაოების ვადად 29 თვეა განსაზღვრული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0