საბერძნეთის დიასპორა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს საჯარო თხოვნით მიმართავს, რათა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.
“ბატონო პრემიერო!
გვსურს გულისტკივილით გაცნობოთ, რომ ამჟამად მოქმედი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბ-ნ გელა დუმბაძის მიერ გაზეთ, “კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში ბ-ნი გელას მხრიდან გამაოითქვა უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა მიმართ არაერთი მოსაზრება, რომელიც შეურაცყობს მათ ღირსებას და იმ სოციალური გმირობის თანაფარდ თავგანწირვას, რასაც თითოეული მათგანი ყოველდღიურად იღებს საკუთარ თავზე საკუთარი ოჯახის წევრებისა და ზოგადად ჩვენი სამშობლოსათვის. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის და განსაკუთრებით აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მსგავსი ტიპის მოსაზრებები განსაკუთრებით მწვავედ გამოკვეთს ხელისუფლების მიდგომებს და ჩრდილს აყენებს უმრავლესი ჩვენთაგანის ადამიანურ პატივსა და ღირსებას.
ბატონო პრემიერო, ჩვენს გვაქვს მოლოდინი და ღრმად გვწამს, რომ თქვენ როგორც ხელისუფლების ხელმძღვანელი, აბსოლიტურად ემიჯნებით ბ-ნი გელას პირად მოსაზრებებს, დგახართ და იდგებით ჩვენს გვერდით, თქვენი თანამოქალაქეების გვერდით, რომლებიც დღეს თავს შეურაცყოფილად ვგრძნობთ და მუდმივად დაიცავთ ჩვენს სახელსა და ღირსებას სწორედ ამიტომ ბ-ნო პრემიერო მოგმართავთ თხოვნით, რათა მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. ამჟამად მოქმედ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ გელა დუმბაძეს საკითხის სრულ გარკვევამდე შეუწყდეს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილება და გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან”-ნათქვამია მიმართვაში.