თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება იმით განმარტა, რომ მას მედიის წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი არაფერი ჰქონდა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, სასტუმრო ”რედისონთან” მეგობარს ელოდებოდა და სწორედ ამ დროს მივიდა მასთან ბიჭი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა. მეჭიაური აცხადებს, რომ ახალგაზრდა მასთან პროვოკაციის მიზნით მივიდა.
”მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. მე ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებდოა ლგბტ-ების შესახებ. მე ვუთხარი, რომ ლგბტ-ების უფლებები დაცულია, მათი უფლება არ ირღვევა და ანტიდისკრიმინაციული კანონით არინ დაცული. ვინც თხუპნის საპატრიარქოს კედლებს და შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლობას, ისინი არიან პიდარასტები-თქო ვუთხარი. მერე პატრულს ვთხოვე წაიყვანეთ, მომაშორეთ ეს ვიღაც ლგბტ-ეა თუ ვიღაც-თქო. ისე კი გავდა მათ რაღაცით. პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმასაც არ ჩავსვამდი და ის ვის რაში სჭირდებოდა”, – განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება შენიშვნას, რომ ის ახალგაზრდა ჟურნალისტი იყო, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ მას მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი არაფერი ჰქონდა.
”მობილური ვისაც უკავია, ყველა ჟურნალისტია? თუ ჟურნალისტია მაშინ მაჩვენოს საბუთი. რაც შეხება ჩემს განცხადებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს აკეთებ? საპატრიარქოს შეურაცხყოფაა გამოხატვის თავისუფლება და ერთი ადგილის თამაშია შეურაცხყოფა? ”- განაცხადა მეჭიაურმა.