მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახადო კოდექსში

07/09/2016

მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში – საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახადო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0