მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს აღქმული ის სარგებელი, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება

22/01/2016

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით კამპანია გაგრძელდება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, მნიშვნელვანია საზოგადოება ზუსტად იყოს ინფორმირებული.
“მნიშვნელოვანია, რომ ის სარგებელი ზუსტად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. განსაკუთრებით ის ტექნიკური დეტალები, რომელიც მომავალში არ უნდა აფერხებდეს მათ თავისუფალ გადაადგილებას არსებული დოკუმენტის და არსებული შეთანხმების პირობებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მისი უწყების ინიციატივით დაიწყო. ფილმი ეხება იმის შეფასებას, როგორ ეხმარებოდა ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროექტებს.
“მათი ხილვადობა არ არის იმდენად მაღალი, განსაკუთრებით მათ მიერ განხორციელებული პროექტების კონტექსტში. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია თავმოყრა იმ პროექტების, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ახორციელებდა ევროკავშირი საქართველოში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0