მლეთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა იწმინდება

Saturday May 11th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, 9 მაისის დილას ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლომისის მონასტერთან მისასვლელ გზაზე ღვარცოფი გამოვარდა და საფრთხე შეუქმნა როგორც მონასტერს, ისე სოფელ მლეთის მოსახლეობას.
ამავე დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელები, რომელთა ორგანიზებით, გაწმენდითი სამუშაოები მაშინვე დაიწყო. ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თენგიზ ბედოიძის თქმით, სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობით, კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ამინდის არასტაბილურობის გამო ადგილზე რჩება შესაბამისი ტექნიკა (ბულდოზერი).
ადგილობრივი მოსახლეობის სახელით მუნიციპალიტეტის მერია შპს “ჟინვალ”-თან ერთად მადლობას უხდის ოქროპირ ჯიქურს და გია მუჯირს, რომელთაც კერძო კუთვნილებაში მყოფი მძიმე ტექნიკა (ექსკავატორი) უსასყიდლოდ მოახმარეს სტიქიის პრევენციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0