ვარკეთილში ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში დღეს საღამოს მოხდა. 35 წლის ქალბატონს ქმარმა ეზოში ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც prof-news-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და საპატრულო პოლიციის მისვლას ადგილზე დაელოდა.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც prof-news-ს შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მამაკაცი უკვე დაკავებულია და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.