მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

04/09/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკკეისთან, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მასნიკოვთან, ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0