ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუბომირ ზაორალეკთან.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.
ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
05/05/2016