გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შესახებ. მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. მინისტრმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დაესწრნენ ვაჭრობის, ინდუსტრიის და მეცნიერების ფრანკფურტის საზოგადოების პრეზიდენტი, პოლიტექნიკური საზოგადოების პრეზიდენტი, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პრეზიდენტი, გოეთეს უნივერსიტეტის, შტანდარტ ბანკისა და სხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
26/08/2017