მიხეილ ჯანელიძე უგანდის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

22/04/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში უგანდის პრემიერ-მინისტრს, რუჰაკანა რუგუნდას შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პოზიტიურ ტენდენციას. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უგანდას გაუზიაროს საქართველოში მრავალი მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

სამიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ტოგოსა და ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ასევე მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და განათლების სფეროში ცალკეული პროექტების განხორციელებაზე, ასევე მმართველობისა და ადმინისტრირების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0