თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის გენერალურ მდივანთან ალთაი ეფენდიევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სუამ-ის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც არსებოს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სუამ-ის ფორმატში როგორც პოლიტიკურ, ისე დარგობრივ თანამშრომლობას. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა სუამ-ის სამდივნოს როლი ორგანიზაციის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე სუამ-ის წარმოჩინების კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის გენერალურ მდივანს საქმიანობის განხორცილებაში ქართული მხარის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სუამ-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარე მოწვევისთვის და დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სუამ-ის წევრ სახელმწიფოების თანამშრომლობას ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ დონეზე.
სუამ-ის გენერალური მდივნის ვიზიტი განხორციელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.
მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
26/05/2016