მიხეილ ჯანელიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

27/01/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან მაია გოიკოვიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.
მხარეები მიესალმნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0