მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

Friday January 8th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

როგორც „ინფო 9“-ს საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირებით.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

დასასრულს, იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს სამომავლო საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზნით, აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0