მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის სასახლეში ღვაწლმოსილი დიპლომატების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

04/11/2016

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის სასახლეში ღვაწლმოსილი დიპლომატების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღვაწლისათვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოები გარდაცვლილი დიპლომატების ოჯახის წევრებს გადაეცათ. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტებთან

Tweet about this on TwitterShare on Facebook0