საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ეწვია. მინისტრი საკონსულოს თანამშრომლებს გაესაუბრა და ადგილზე გაეცნო მისიის საქმიანობას. საქართველოს გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საკონსულოში მიმდინარე პროექტების შესახებ, რაც აშშ-ში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელიც გენერალურმა საკონსულომ წამოიწყო, ამერიკაში ქართული სათვისტომოს ისტორიული კვალის მოძიებას ემსახურება. გენერალურმა კონსულმა მინისტრს პროექტის ფარგლებში უკვე მოძიებული უნიკალური ისტორიული მასალები გააცნო.
მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ეწვია
21/04/2016