მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

23/09/2016

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს აურელია ფრიკს შეხვდა.მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მაღალი დონის შეხვედრების გააქტიურების გამო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ საქართველოსა და ლიხტენშტაინის დაახლოებას და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მათ შორის ხალხთაშორისი და ეკონომიკური კონტაქტების გააქტიურებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0