მიხეილ ჯანელიძე ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24/09/2016

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო მარსუდისთან. მინისტრები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას, განსაკუთრებით გამოიყო ეკონომიკის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
მხარეებმა ასევე განიხილეს ინდონეზიისთვის საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაზიარების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან (ASEAN, AIPA) საქართველოს თანამშრომლობას და აღნიშნულ პროცესში ინდონეზიის რესპუბლიკის პოზიტიურ ჩართულობის მნიშვნელობას.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0