მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

11/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა.
მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0