საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ქ. ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი,ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდება
02/12/2017