საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, აღინიშნა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითრების, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები. ხაზი გაესვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების ყველა პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერის მიზნით.
კონგრესის დელეგაციამ დაადასტურა აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა და დააფიქსირა სრული მზაობა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პროცესს.