მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები დიდი ბრიტანეთისა, ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და უნგრეთის ელჩებთან გამართა

14/01/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლისთან შეხვედრისას, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „უორდროპის დიალოგის“ გაგრძელების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი მთელი რიგი ინიციატივების განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შანდორ საბოსთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ორმხრივი ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობას.

ელჩებმა მიხეილ ჯანელიძეს მიულოცეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0