მიხეილ ჯანელიძემ და ქართველმა დიპლომატებმა მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს

21/07/2017

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ქართველმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. ქართველი დიპლომატები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0