შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები სიმონ გულედანი და აბიკო აბესაძე ესწრებიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, შეკრებილებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას.
“ვთვლი, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი საქმიანობა სწორედ რეგიონის ინტერესებისებიდან გამომდინარეობს. სამხარეო ადმინისტრაცია მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თოთოეულ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტებიც განვახორციელოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მოსაზრებები, ამიტომ სურვილი მაქვს მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები სხვა დროსც დავგეგმოთ.“ – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
შეხვედრას რეგიონში მომუშავე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.