მიხეილ ყაველაშვილი „დინამო არენაზე» დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას

29/09/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში, რომელიც დღეს, 21 საათზე თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.
საქველმოქმედო თამაშში „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ფებურთის ვარსკვლავები — ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, პაოლო მალდინი, მაუროტასოტი, რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე და სხვები, ასევე ცნობილი ფეხბურთელები, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრები — მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი.
საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილე გუნდებს ალექსანდრე ჩივაძე და ოტო რეჰაგელი უხელმძღვანელებენ.
ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0