მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

11/04/2024

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა, ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის მკურნალობაზე. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0