მიხეილ სარჯველაძე მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა

25/08/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობები, როგორ წახალისდეს მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენება მართლმსაჯულებასთან ერთად და როგორ გაფართოვდეს არეალი, სადაც ფუნქციონირებს მედიაციის ინსტრუმენტები.

„მედიაციის წარმატებულ საქმიანობაზე დამოკიდებულია სწრაფად და ეფექტიანად იმ დავების გადაწყვეტა, რომელიც მოქალაქეთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისა და უფლებების დაკმაყოფილებას შეიძლება მოიაზრებდეს. ჩვენი კომიტეტი მუდმივად დაინტერესებულია მედიაციის ფარგლებში მიმდინარე პროცესებით, მათი აქტივობებით. გავცვალეთ მოსაზრებები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელება ერთობლივად დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0