მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

31/01/2024

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქმიანობის ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრება. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო თანამშრომლობის პრიორიტეტების და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესახებ კომიტეტის ხედვა. თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა და ნიკო თათულაშვილმა კომიტეტთან თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე მოსაზრებები წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0