ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება.
მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კომისიის არჩეული წევრია 2023 წლის 10 იანვრიდან. კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.
მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საჯარო სამართლის გლობალური კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
15/01/2024