მიხეილ გიორგაძემ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი

12/10/2017

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი. პრესკონფერენციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უძღვებოდნენ. შეხვედრას 100-მდე აკრედიტირებული ჟურნალისტი ესწრებოდა.
წამყვან ევროპულ მედიასაშუალებებს პროექტის კონცეფცია, ოფიციალური ვებ-გვერდი, ანიმაციური ვიდეორგოლი და ლიტერატურულიპროგრამა წარუდგინეს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა 2018 წლისფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი.
ღონისძიების ბოლოს საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელს მედეა მეტრეველს საპატიო სტუმარი ქვეყნის გრაგნილს გადასცემენ, რომელზეც შოთა რუსთაველის ციტატა იქნება დატანილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0