საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, აჭარის დამსახურებულ მხატვარს, ღირსების ორდენის კავალერს, საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალის პრემიის ლაურეატს მზია ხალვაშს 70 წლის იუბილე მიულოცა.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მზია ხალვაშს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობის სიგელი გადაეცა.
მიხეილ გიორგაძემ მზია ხალვაშს იუბილე მიულოცა
05/09/2017